საღამოს პროგრამა
20 ივნისი, კვირა
მიღება სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია”-ში
მიღება ღვინისა და ვაზის 33-ე მსოფლიო კონგრესის და OIV-ის გენერალური ასამბლეის მონაწილეებისთვის, რომელიც ჩატარდება სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია”-ში.  
www.radissonblu.com/tbilisi


21 ივნისი, ორშაბათი
გალა კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში და ალაფურშეტი თბილისის “ივენთ ჰოლში”  


http://www.tbilisiconcerthall.com/eng/service.html
გალა კონცერტი ქართველი მომღერლების მონაწილეობით.
ალაფურშეტი თბილისის “ივენთ ჰოლში” ღვინისა და ვაზის 33-ე მსოფლიო კონგრესის და OIV-ის მე-8 გენერალური ასამბლეის მონაწილეებისთვის. 


22 ივნისი, სამშაბათი,
ტრადიციული საღამო
ტრადიციულ ქართულ სადილს ღვინისა და ვაზის 33-ე მსოფლიო კონგრესის მონაწილეებისთვის ქართული სტუმართმოყვარეობით უმანსპიძლებს “ბაგრატიონი 1882”.   

 
სს “ბაგრატიონი 1882” არის საქართველოში პირველი სპეციალიზებული კომპანია ქართული ცქრიალა ღვინის წარმოებაში. კომპანია დაარსდა 1937 წელს.   
სს “ბაგრატიონი 1882”-ის სახელი უკავშირდება ქართველი მეფეების შთამომავლის ივანე ბაგრატიონი-მუხრანელის სახელს, რომელმაც დაიწყო ქართული ცქრიალა ღვინის წარმოება ფრანგული მეთოდის  - მეორე ფერმენტაცია ბოთლებში - გამოყენებით, XIX საუკუნის შუა პერიოდში. თავდაპირველი მსოფლიო აღიარება მოიპოვა 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც დაჯილდოვდა უმაღლესი პრიზით – გრან-პრით.      
დღესდღეობით, 125 წლის შემდეგ სს “ბაგრატიონი 1882” ძალიან პოპულარულია არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ მთელ კავკასიაშიც.
www.bagrationi.ge


23 ივნისი, ოთხშაბათი
თავისუფალი საღამო “სადილი”
იხილეთ ქართული რესტორნების და “ჭჰერე ტო Gო” ჩამონათვალი თბილისის რუკაზე.


24 ივნისი, ხუთშაბათი
გალა სადილი წინანდლის პარკში (1962 წლის ღონისძიების გაცოცხლება)
სოფელი წინანდალი მდებარეობს კახეთში (საქართველო), ის ცნობილია თავისი მამულით და ისტორიული ღვინის მარნით, რომელიც ეკუთვნოდა მე-19 საუკუნის არისტოკრატ პოეტს ალექსანდრე ჭავჭავაძეს (1786-1846 წ). წინანდალი მდებარეობს თელავის რაიონში, 179 კმ-ის დაშორებით თბილისის აღმოსავლეთით.     

ალექსანდრე ჭავჭავაძემ ეს სოფელი, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზნის ხეობაში,  მემკვიდრეობით მიიღო თავისი მამისგან – თავად გარსევან ჭავჭავაძისგან. მან განაახლა მამული, ააშენა ახალი იტალიური სტილის სასახლე და გააშენა დეკორატიული ბაღი 1835 წელს. ეს იყო ადგილი, სადაც ალექსანდრე ჭავჭავაძე ხშირად მასპინძლობდა უცხოელ სტუმრებს მუსიკით, მახვილგონიერებით და – განსაკუთრებით თავის მარანში დაყენებული განსაზღვრული მოსავლის მშვენიერი ღვინით. ალექსანდრე ჭვაჭავაძემ თავისი ევროპული ცოდნა გამოიყენა და ააშენა საქართველოს უძველესი და უდიდესი ღვინის მარანი, სადაც მან ერთმანეთს შეუხამა ევროპული და ქართული ღვინის დაყენების საუკუნოვანი ტრადიციები. 



25 ივნისი პარასკევი
დახურვის ოფიციალური ცერემონია
ტრადიციული ქართული სადილი ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესის მონაწილეებისთვის გაიმართება თბილისის ზღვის კლუბში. ღონისძიებას უმანსპიძლებს “მეღვინეობა ხარება”.


 
Copyright © 2009 Ministry of Agriculture of Georgia